27.07.2021
- Advertisement -spot_img

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია – ჯანდაცვის სამინისტრო

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შექმნილი შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ, შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. საქართველოში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img