06.08.2021
- Advertisement -spot_img

ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

30 წლამდე ქალი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა და შოკი განუვითარდა , თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევას უკვე იკვლევენ. არის ვარაუდი რომ ეს იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.

მედიცინის ექსპერტები განმარტავენ , რომ ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.

ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში  ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხაადებით, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img