12.06.2021
- Advertisement -

ვარლამ გოლეთიანი – დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში განვიხილავთ, თუ გამოცხადდება მორატორიუმი

“ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დიალოგი ხელისუფლებასთან მხოლოდ მორატორიუმის გამოცხადების შემთხვევაში შედგება.

“ჩვენი დიალოგი ხელისუფლებასთან არ უკავშირდება იმას, რომ გავარკვიოთ შესაძლებელი არის თუ არა “ენკას” დატოვება ხეობაში დღეს. ჩვენ დიალოგს განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდება მორატორიუმი, ავიღებთ პაუზას პროცესში და მთელი საზოგადოება ჩაერთვება განხილვის პროცესში”. – განაცხადა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო ხვალ, 12:00 საათამდე მისცა.

რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია იმართება. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მთავარი მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ასევე, გოლეთიანმა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც კომპანია “ენკასთან“ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ევრო2020-ზე ფინეთთან მატჩის მსვლელობისას გონება დაკარგა.

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -