19.04.2024
- Advertisement -spot_img

ვარლამ გოლეთიანი – უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ნათია თურნავას და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

როგორც მან განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, თუმცა, ეკონომიკის მინისტრი „შეხვედრიდან გაიპარა“.

„ხშირად გვდებენ ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატსაათების გაყიდვას ქვეყანაში, ვართ დესტრუქციული ძალა, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს და ვართ კამპანია „არა ჰესებს“. ეს ასე არ არის მეგობრებო, ჩვენ ამისთვის გვჭირდება პაუზა და იმ ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს და ასე ქაოტურად ხდება ამ პროცესის წარმართვა ყველა ხეობის დაბეტონება, რისთვის და ვისთვის, ეს არის გაუგებარი. ის, რომ აქ კონკრეტულად ვიწრო ინტერესები იკვეთება ამა თუ იმ პერსონალის და ჩინოვნიკების, ჩვენ ამას უკვე 209 დღეა ვამბობთ. ამავდროულად ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში გააკეთა. ჩვენ გვაბრალებენ, რომ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებით“,-განაცხადა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე ასევე, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც კომპანია “ენკასთან“ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img