19.04.2024
- Advertisement -spot_img

ვაშაძე: „თუ მარტის ბოლომდე შეთანხმება არ შედგება „სტრატეგია აღმაშენებელი“ ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას დაიწყებს“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს.

ვაშაძის თქმით, „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობა საპროტესტო აქციებს, ხალხის გამოღვიძების პროცესს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან სხვადასხვა აქტივობებს და ბევრ არასტანდარტულ ქმედებას გულისხმობს.

მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე და განაცხადა, რომ აღნიშნული დებატებიდან ორი გზავნილი გამოიკვეთა.

„ჩვენ გუშინ ევროპარლამენტში ვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებით დებატები, სადაც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. პირველი არის ის, რომ ცალსახად, ყველა ერთხმად უჭერს მხარს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მეორე – გამოიკვეთა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც სწორედ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ კრიზისიდან გამოსავლის მთავად გზად.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე”, რომელიც წელავს მოლაპარაკებებს და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ხვალ -ზეგ გვითხრას, რაღაც რეფორმები ვერ ესწრებაო და უნდა კიდევ რაღაც მოიქმედოს, რომ ეს პროცესი შეთანხმებამდე არ მივიდეს. მე მათ ვაფრთხილებ, „სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით, თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ.

20 მარტამდე შეჩერებულია ყველა პროტესტი იმისათვის, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ შესაძლებლობა, ხელზე დაიხვიოს რამე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები არ შედგა მაქსიმუმ მარტის ბოლომდე, ჩვენ ხშირად გვქონდა ხოლმე კომპრომისული პოზიციები, მაგრამ ახლა ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში. ამის გამოცდილება გვაქვს, ამისთვის მზაობაც გვაქვს. თუ ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ ვაიძულოთ “ქართული ოცნება” მიიღოს რეალური გადაწყვეტილებები. ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩება და წავალთ ტოტალურ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რაც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მოქმედებას ითვალისწინებს, მაგრამ ასევე, ითვალისწინებსწინებს ძალიან ფართო სპექტრს, იმ სამოქმედო არეალისა, რომელიც ჩვენ გვექნება”, – განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img