29.03.2024
- Advertisement -spot_img

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი გაჩნდა

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია.

ნაკრძალის ხელმძღვანელობის ვაჟა ჩერქეზიშვილის თქმით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“ერთ საათის წინ მოიღრუბლა, მოულოდნელად დაიგრუხუნა და სავარაუდოდ ხეს მეხი დაეცა. ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. რამდენ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერ არ ვიცით, მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი”, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა

ადგილზე იმყოფებიან სიტუაციების მართვის სამსახურშის წარმომადგენლები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img