30.07.2021
- Advertisement -spot_img

ვატო წერეთელი – კობახიძეს მივმართავ, ყველამ თავის კორუმპირებულ დიპლომატიან ოჯახის წევრებს მიხედოს

კობახიძისთვის მინდოდა მეკითხა (რომელმაც შემომხედა თვალებში და მეგონა, რომ რაღაც ადამიანურს დავინახავდი, მაგრამ მითხრა – „შენ ხარ ნაბიჭვარი“), რატომ ჟლიტავდნენ ჩემი შვილის ტოლა ბავშვებს, ოპერატორებს, ჟურნალისტებს? – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომელიც ცოტა ხნის წინ მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა.

მისივე თქმით, იგივე შეკითხვა ჰქონდა მამუკა მდინარაძესთანაც.

„მე მინდოდა ჩამეხედა თვალებში და ერთადერთი რამე მეკითხა, რატომ ჟლეტდნენ ჩემი შვილის ტოლ, ოპერატორებს, ჟურნალისტებს, რატომ მოაწყეს ეს სისხლიანი 5 ივლისი. კობახიძეს მივმართავ, ყველამ თავის კორუმპირებულ დიპლომატიან ოჯახის წევრებს მიხედოს.

გუშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილმა გასცა პირადი ბრძანება, რომ მიცვალებული გაეტაცებინათ. დედამისი გადათელეს და მკვდარი გაიტაცეს, რათა მის ტროლებს ის დეზინფორმაცია აეგორებინა, როგორც ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ მთელმა მსოფლიო მედიამ გამოაცხადა სოლიდარობა და გააშუქა გუშინდელი ამბები. თვალებში მინდოდა ჩამეხედა და კითხვები დამესვა, ჩემი კოლეგები, სამწუხაროდ, ვერ შემოვიდნენ აქ. გარეთ უბედურებები ხდებოდა. გარეთ პარლამენტთან ახლა ცალკე „5 ივლისია“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img