28.03.2024
- Advertisement -spot_img

ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებას მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე იაკუბ შამილოვი ბოლო წამებზე შესრულებული გდებით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალში – კორეელ ან ბაულს, ხოლო ფინალში მარგველაშვილი მასპინძელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ვაზარით დამარცხდა.

შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს გახლავთ საქართველოს ნაკრების პირველი მედალი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img