20.04.2024
- Advertisement -spot_img

ვაჟა სირაძე – “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 პირია დაკავებული

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მოწინააღმდეგეთა აქციაზე, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი.

მათი დაკავება 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას.

“პოლიცია აკონტროლებს სრულად ვითარებას. მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი. სიტყვის გამოხატვის უფლება აქვს ყველას. არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. პოლიცია კანონს დაიცავს და მოვალეობას სრულად შეასრულებს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვაჟა სირაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img