28.09.2021
- Advertisement -spot_img

ვენახი დაუყადაღეს ატენელ ბიზნესმენს, გახარიას მასპინძლობის შემდეგ

qartli.ge

2021 წლის 24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპანია ,,ატენი ტერასების” ქონება დააყადაღა. ამის გამო, დღეს მეპატრონეს, სოსო წიქარიძეს კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახის მოვლის უფლება ჩამოერთვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს 24 ივლისს მიმართა, ხოლო საჯარო რეესტრში ყადაღის შესახებ ცნობა 28 ივლისს გაიცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ამ ქონებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოსო წიქარიძემ 2021 წლის 7 ივლისს, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას და ამავე გუნდის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გიორგი და ალექსანდრე ხოჯევანიშვილებს, ასევე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა საბანაძეს უმასპინძლა.

ის, რომ სოსო წიქარიძის სახლში ზემოაღნიშნული პირები ნამდვილად იმყოფებოდნენ, გორში ახლადდაფუძნებულმა ტელეკომპანია ,,ტვ მედიამონიტორინგის” გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, რომელთათვის ამ სტუმრობის შესახებ ინფორმაცია ,,ექსკლუზიურად” გახდა ცნობილი.

გახარიას სტუმრობის შესახებ გადაცემა ეთერში 2021 წლის 7 ივლისს გავიდა. სიუჟეტის მიხედვით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა სოსო წიქარიძემ ატენის ტერასებისთვის მიწა ხოჯევანიშვილების დახმარებით, ჩაიგდო ხელთ. კერძოდ, 2019 წელს, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ყველანაირად ცდილობდა, რომ ატენში წიქარიძეს მიწები გაეფორმებინა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტანის გასწვრივ მდებარე ფერდობზე მიწის ნაკვეთები ჯერ სოსო წიქარიძის ახლობლებმა დაირეგისტირეს, შემდეგ კი, კომპანია ,, ატენი ტერასას” გადაუფორმეს. შემოსავლების სამსახურს კი, სწორედ, ეს გარემოება აინტერესებს, თუ როგორც აღმოჩნდა ნაკვეთები ,,ატენი ტერასას” საკუთრებაში.

ატენში მერის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი აცხადებს, რომ 2019 წლის განმავლობაში, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მიწები გადაფორმებულიყო სოსო წიქარიძის საკუთრებაში, გორის ,,ქართული ოცნების” შტაბის წევრი, მიხეილ გოგინაშვილიც აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილები ცდილობდნენ საკუთარი მომხრეების გაძლიერებას და დახმარებას, რისი მაგალითიც სოსო წიქარიძის ,,ტერასებია”

პარტია ,,საქართველოსთვის” პრეს-სამსახურში ადასტურებენ, რომ ბიზნესმენს პრობლემები სწორედ ამ სტუმრობის შემდეგ შეუქმნეს. ისიც ირკვევა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, კერძოდ, სუს-მა გახარიას სტუმრობის შესახებ, წინასწარი იცოდა და წიქარიძეს სთხოვდნენ ამ სტუმრობაზე უარი ეთქვა. თუმცა, წიქარიძემ სუს-ის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სტუმრებს მაინც უმასპინძლა. 

,,ბიზნესმენ ს.წ.-ს, რომელმაც გახარიას და მის გუნდს უმასპინძლა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაუყადაღა მიწები, რომლებზეც ვენახები აქვს გაშენებული. დაიწყო გამოძიებაც. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ძალოვანი უწყებების მოთხოვნის მიუხედავად, უარი არ თქვა გახარიას და მისი გუნდის მასპინძლობაზე.” – აცხადებენ პრეს-სამსახურში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img