18.04.2024
- Advertisement -spot_img

ვენეციის კომისია/ეუთო – საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებელი რჩება

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.

დასკვნის თანახმად, კანონპროექტის შესწორებული ვერსიაში გათვალისწინებულია მათი ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის ორი მესამედის ხმა;

მათივე აღნიშვნით, ძირითადი რეკომენდაციებიდან ჯერ კიდევ რჩება გასათვალისწინებელი რამდენიმე ელემენტი, მათ შორის:

  • უნდა იქნას მოთხოვნილი უფრო მაღალი კვალიფიკაცია ცესკოს არაპარტიული წევრებისთვის და უზრუნველყოფილ იქნას ისეთი შესარჩევი კომისიის არსებობა, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებებზე დაფუძნებულ დანიშვნის პროცესს;
  • დამატებითი ცვლილებები შეიტანონ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უპარტიო წევრების დანიშვნისთვის;
  • უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები;
  • კანონში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების მოხსნას. ასეთი რამ დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით და ძალიან სპეციფიკური საფუძვლებით.

დასკვნაში წინასწარი შენიშვნის სახით, ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში სულ მცირე სამ არსებით ელემენტს უნდა ემყარებოდეს:

  1. მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და პასუხობს რეკომენდაციებს;
  2. კანონმდებლობა, რომელიც მიღწეულია ფართო კონსენსუსის შედეგად, გაფართოვებული საჯარო კონსულტაციების საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით; 
  3. პოლიტიკური ვალდებულება, რათა სრულყოფილად და კეთილსინდისიერად შესრულდეს კანონმდებლობა.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზს უსვამენ საარჩევნო კოდექსის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის წინაპირობაა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img