25.10.2021
- Advertisement -spot_img

ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ნატო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით – „რუსეთის გამოწვევაზე ნატოს ფოკუსირების შენარჩუნება“ აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას.

„ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რუსეთის უწყვეტ მცდელობას, გამოიწვიოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია, ჩაშალოს მათი ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს,“- წერია რეზოლუციაში.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ განხორციელების აუცილებლობას.

„გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუცია მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ.

„მოვუწოდებთ, გააძლიერონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისკენ მიმართული საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა, გამოხატონ სოლიდარობა საქართველოსა და უკრაინას მიმართ ერთობლივი წვრთნების გაზრდითა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა და პლენარულმა ასამბლეამ დაამტკიცა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img