25.10.2021
- Advertisement -spot_img

ვინ არის პირი, რომელიც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა

ადამიანი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია. მედიის ინფორმაციით, ის რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და ერთ-ერთ კაზინოში, მენეჯერად მუშაობს. 

ზაურ ბუდაგოვი პოლიციამ დღეს დილით დააკავა, ორ მუშასთან ერთად, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

დაკავებულის ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუდაგოვმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სხვა დეტალებზე უფლებადამცველი არ საუბრობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულმა, რომელიც კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელია, ორი მუშა დაიქირავა. მათივე ცნობით, ბუდაგოვის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ბინისა და სარდაფის გაერთიანების მოთხოვნით, ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვმა 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის მიმართა, თუმცა რეესტრმა საბუთები დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მხოლოდ 8 ოქტომბერს დაახარვეზა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.  ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img