25.10.2021
- Advertisement -spot_img

ვიოლა ფონ კრამონი – ამომრჩევლებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ ხმის მიცემის უფლებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არც ერთი პარტიით არ იყვნენ კმაყოფილი

საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია შვიდი წევრით იქნება წარმოდგენილი.

როგორც საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იქნება თბილისში.

„ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიაში შვიდი წევრი იქნება. ისინი განაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთი ჯგუფი ჩავა ბათუმში, სხვები ქვეყნის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იქნება თბილისში. ისინი დააკვირდებიან მთელ პროცესს. დაკვირვება დაიწყება დილიდან უბნებზე, სადაც ისინი ხმების დათვლის დროსაც იქნებიან წარმოდგენილი. ზოგჯერ ისინი მთელი ღამეც კი რჩებიან. ზოგიერთი იქნება საოლქო კომისიებში. ასე რომ, ისინი დაემორჩილებიან ზოგად წესებს, რომლებსაც იცავენ ქვეყანაში მყოფი დამკვირვებლები“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, შემაშფოთებელია პოლიტიკური გარემოს ხისტი პოლარიზაცია.

ევროპარლამენტარმა იმედია გამოთქვა, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი.

„ვინაიდან ქართულად არ ვსაუბრობ, დეტალურად ვერ მივყვებოდი საარჩევნო კამპანიას და არ ვიცი, რა იყო დებატების საგანი, მაგრამ რაც გავიგე და რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, არის პოლიტიკური გარემოს ხისტი პოლარიზაცია. ისმოდა ბევრი სიძულვილის ენა. იყო ძალადობის შემთხვევები სხვადასხვა ჯგუფისგან. ასევე, მესმოდა ბევრი საჩივარი ჟურნალისტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ თავს ესხმიან პარლამენტის წევრები ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მაგრამ, გარემო ჩემი შესაფასებელი არ არის, თუმცა ეს ყველაფერი მესმოდა. გარემოს შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება არჩევნების დღის შემდეგ, გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო ანგარიში უფრო გვიან, სადაც უფრო დეტალურად და კატეგორიების მიხედვით იქნება ჩაშლილი წინასაარჩევნო გარემო, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი. ასე რომ, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ არჩევნები მათთვის დიდი შესაძლებლობაა და აუცილებლად უნდა ისარგებლონ ხმის მიცემის უფლებით. მათ არჩევანი უნდა დააფიქსირონ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არც ერთი პარტიით არ იყვნენ კმაყოფილი. მათ ყურადღებით უნდა გადახედონ ბიულეტენს და იპოვონ კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერენ. ზოგადად, ადამიანი ყოველთვის პოულობს მის შეხედულებებთან ახლოს მდგომ კანდიდატებს. ასე რომ, იმედი მაქვს,  ხალხის მობილიზება მოხერხდება და მაღალ აქტივობას ვიხილავთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img