ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვეში საქართველოც მიიღებს.
„იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს განხორციელება, ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ნათელია. „ქართულო ოცნება”, ბურთი თქვენს მოედანზეა“, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი „დასახული პრიორიტეტები შესრულდება”.