20.04.2024
- Advertisement -spot_img

ვიოლა ფონ კრამონი – კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას, საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

ევროპარლამენტარმა ამ გადაწყვეტილებას სწორი ნაბიჯი უწოდა.

„კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას. ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. საქართველოსთვის საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს მაგალითს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება დასამუშავებელი. ევროკავშირი კვლავინდებურად მზადაა ამაში დაეხმაროს“ , – წერს ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

შეგახენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img