25.10.2021
- Advertisement -spot_img

ვიოლა ფონ კრამონი – მმართველ პარტიას არ შეუძლია, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებსაც სხვების ხელმოწერაც აქვს, 19 აპრილის შეთანხმება კვლავ ძალაშია

მმართველ პარტიას არ შეუძლია, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებსაც სხვების ხელმოწერაც აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუსას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ბევრი პარტია, რომელიც არ გასულა 19 აპრილის შეთანხმებიდან.

„შეთანხმება კვლავ ძალაშია. არსებობს ბევრი პარტია, რომელიც არ გასულა ამ შეთანხმებიდან. ეს შეთანხმება ძალაშია და გვინდა, ყველა მხარემ შეასრულოს. მოდი, დაველოდოთ და ვნახოთ არჩევნების საბოლოო შედეგები. შემდეგ უკვე ხელახლა შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია, წინ წავიწიოთ, თუმცა მხოლოდ ერთი მხარის შეთანხმებიდან გასვლა და გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება არ არის, როგორც იქცევიან მრავალმხრივი შეთანხმების დროს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თურქეთიდან საქართველოში შემოსულ 25 ტონა კარტოფილში ჯანმრთელობისთვის საშიში ორგანიზმები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს....
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img