29.03.2024
- Advertisement -spot_img

ვიოლა ფონ კრამონი “ნაციონალურ მოძრაობას”- დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია

ძალიან სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფრონ კრამონმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.

“ხელშეკრულება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და უფრო სამართლიანი საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, – წერს კრამონი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img