25.10.2021
- Advertisement -spot_img

ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები? – გიორგი კაკაურიძის განმარტება

მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა.

კაკაურიძის განმარტებით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიაჩნია.

მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიმაჩნია“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Tesla-ს აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

Tesla-ს აქციების ფასმა პარასკევს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ელექტრომობილების მწარმოებელი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა იმ კომპანიების ელიტურ ჯგუფს, რომელთა საბაზრო...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img