23.11.2024

ვის მოუსმენენ დეპუტატები დღეს ინტერპელაცის წესით და რა საკითხებზე იქნება მსჯელობა პარლამენტში

პარლამენტში, 27 მაისის სხდომის დღის წესრიგი გაწერილია. პარლამენტარები ინტერპელაციის წესით – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.

სხდომას პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის, ის პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” დაიბარა და მისგან დამატებითი ინფორმაცია, ევროკავშირში საქართველოს განაცხადის შესახებ აინტერესებთ. ამ საკითხის გარშემო აპირებს კითხვების დასმას ოპოზიციაც.

ილია დაჩიაშვილის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნას პრემიერ-მინისტრი დაიკავებს. რა ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, ქვეყნაში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის და მათი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს – ეს არის შეკითხვა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უპასუხებს. ოპოზიციის განცხადებით, პრემიერთან კითხვები ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზეც ექნებათ. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში “ლელოს” საპარლამენტო გუნდის, ინტერპელაციის წესით მოთხოვნის საფუძველზე მიდის.

ინტერპელაციის წესით, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრსაც მოუსმენენ. ლევან დავითაშვილი საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” მოთხოვნის შესაბამისად მიდის და უპასუხებს კითხვებს, როგორც ინფლაციის საკითხზე, ასევე, იმ გავლენაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებმა მოახდინა.

საკანონმდებლო ორგანოში ბოლოს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. რატი ბრეგაძე პარლამენტში “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიბარა და მისგან ინფორმაცია პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით აინტერესებთ. კითხვები აქვს მმართველ პარტიასაც.

რეგლამენტის მიხედვით, მინისტრი ვალდებულია საინტერპელაციო კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე დაიწყება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img