19.09.2021
- Advertisement -spot_img

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლას გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია განსახილველი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, უკრაინის საკითხი განიხილეს.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯო ბაიდენი თანხმდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი ძირითადად მინსკის მოლაპარაკებებით უნდა დარეგულირდეს.

„რაც ეხება უკრაინას, ამას შეეხო საუბარი. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დეტალურად. მაგრამ, როგორც მივხვდი, პრეზიდენტი ბაიდენი ეთანხმება, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ძირითადი დარეგულირება უნდა მოხდეს მინსკის შეთანხმებით“, – განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქ არაფერია განსახილველი.

„რაც შეეხება საკითხს უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლაზე, ამ თემას შევეხეთ გაკვრით და აქ არაფერია განსახილველი“, – განაცხადა პუტინმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img