29.03.2024
- Advertisement -spot_img

ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმების თანახმად, ერთი ქვეყნის მოქალაქეებს არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე უფლება აქვთ, მეორე ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვონ.

გარდა ამისა, რუსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივი გზით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ შეთანხმება საშუალებას მისცემს რესპუბლიკის მოქალაქეებს, დამატებითი სოციალური გარანტიები იქონიონ. 

დოკუმენტი ძალაში რატიფიცირების შემდეგ შევა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img