09.10.2024
- Advertisement -spot_img

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ სამოქალაქო პირებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა სამოქალაქო პირს, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ცხოვრობს, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ვიდეომიმართვისას უკრაინის პირველმა პირმა რეგიონში ინტენსიური ბრძოლების შესახებ გააფრთხილა.

„რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის რეგიონს ახლა, მით უფრო ნაკლები ადამიანის მოკვლის დრო ექნება რუსეთის არმიას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ შესაძლებლობას, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე და მაქსიმალურად შევზღუდოთ რუსული ტერორი“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img