16.01.2025

ვოლსკი – პრეზიდენტმა ან არ იცის, ან ხალხის შეცდომაში შეყვანა უნდა, ან თვითონ არის შეყვანილი

“პრეზიდენტმა ან არ იცის, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან თვითონ არის შეცდომაში შეყვანილი, ვინაიდან არათუ რუსული თემა არ არსებობს, რუსულ თემასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა: პირველი, ეს არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ და ვაგრძელებთ მუშოაბას, საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო ტრიბუნალი აგრძელებს მუშაობას, რათა დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოში, ეს მიმდინარე პროცესი დაასრულოს. სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ რუსეთს და ესეც მიმდინარე პროცესია, როდესაც განგრძობით ოკუპაციაზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება უკრაინასთან მიმართებით, არათუ არცერთ საერთაშორისო პოლიტიკურ დოკუმენტს არ ჩამოვრჩით და ავტორები არ გავხდით, არამედ იქაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალში არის საკითხი შეტანილი.

აი, ამ საკითხებზე ლაპარაკის დროს, მგონი, სალომე ზურაბიშვილს უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთება მართებს წინასწარ.” – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლკსი პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე.

ცნობისათვის, გუშინ პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “გაუგებარია, საითკენ მივდივართ, რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img