28.03.2024
- Advertisement -spot_img

ვოლსკი – ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ

ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკომა ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც, მოსმენების კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის გადახედვას საჭიროებს.

“ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ. საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი, ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენესიის კომისია იძლევა შენიშვნას, ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს, შევიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს და კანონი მიღებული იქნება. მითუმეტეს, რომ იგი ყველა სტანდარტს შეესაბამება

სამართლებრივი არგუმენტაცია ვერ მოვისმინეთ, კი არა, არ არის სამართლებრივი არგუმენტაცია. იქ წერია, რომ არის ნაჩქარევად განხილული, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მარტის თვიდან ამ თემაზე მიდის კონსულტაციები.

სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელსაც რეკომენდაციასაც ვერ ვუწოდებთ, არანაირ რამე არსებით შენიშვნას საერთოდ არ ითვალისწინებს.” – აცხადებს ვოლსკი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img