20.04.2024
- Advertisement -spot_img

WHO: AstraZeneca-ს დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბოემბოლიის რისკებს , ევროპის წამლის სააგენტოსთან ერთად სწავლობენ. ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ გვერდზე დღეს გავრცელდა.

მათი თქმით ამ ეტაპზე არსებული შეფასებებით, არ დასტურდება, რომ თრომბოემბოლიის ფაქტები AstraZenca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

„მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ევროპის წამლის სააგენტოსთან ერთად ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხის დეტალურ შესწავლას და როგორც კი მოკვლევა დამთავრდება, საზოგადოებას შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი.

„WHO-ს პოზიცია ამჟამად ასეთია – AstraZeneca-ს ვაქცინის დადებითი მხარე ბევრად აღემატება იმ საფრთხეს, რაც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს და ბევრად უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე თავად კორონავირუსს“, აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

2 დღის წინ თავად AztraZenca-მ გაავრცელა განცხადება და  ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი გამორიცხა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img