13.06.2021
- Advertisement -

WHO კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანის ასოების დასახელებებს დაარქმევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის შტამებს სახელებს შეუცვლის და ბერძნული ანბანის ასოების დასახელებებს დაარქმევს.

BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასე  იმ ქვეყნების სტიგმატიზირებას შეაჩერებს, სადაც შტამი აღმოაჩინეს.

„არცერთი ქვეყანა არ უნდა სტიგმატიზირდეს ვარიანტების აღმოჩენისა და მათზე შეტყობინების გამო”, – წერს  WHO- ს Covid-19-თან ბრძოლის ტექნიკური ხელმძღვანელი მარია ვან კერხოვე ტვიტერზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ შტამს ალფა ეწოდება, სამხრეთაფრიკულს – ბეტა, ინდურს – დელტა და ა.შ. 

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -