24.11.2024

ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება

ზაალ უდუმაშვილი “ერთან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება. ამის შესახებ უდუმაშილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“მე ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში. ამიტომ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს.

ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ სწორად გამიგეთ, ამ ეტაპზე მე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ვიცავ გარკვეულ წესებს, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი გახდება ცნობილი და გპირდებით, რომ ძალიან მალე ერთმანეთს შევხვდებით ეთერში”, – თქვა მან.

პარტიის ოფისში გამართლ ბრიფინგე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ასევე ისაუბრა უდუმაშვილის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა რომ, რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო .

„მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არაერთი სირთულე გვქონია და დღესაც ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში – ვგულისხმობ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, 2017 წელი იყო ამ პარტიისთვის ურთულესი პერიოდი, როდესაც არჩევნებზე არ გასვლის ალბათობაც კი იდგა. რომ არა ზალიკო უდუმაშვილის გადაწყვეტილება, რომ შემოგვიერთდა ბრძოლის ველზე, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჩვენ 2017 წელს შევძლებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობ, ერთად ურთულესი 5 წელიწადი გავიარეთ. ჩვენი თანამშრომლობით და მეგობრობით ჩვენ მხოლოდ გავძლიერდით.

როგორც თანამებრძოლს, მეგობარს, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ 2017 წლისთვის. შეიძლება გარედან არ ჩანდა, თუ რა გამოწვევების წინაშე ვიდექით, მაგრამ მერწმუნეთ, კარგად მახსოვს ის პერიოდი და მას შემდეგ დღემდე იმ ბრძოლისთვის, რომელსაც დაუღალავად ეწეოდა ზალიკო. მიმაჩნია, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც ის ახლა დგამს, არანაკლებ მძიმე იქნება, რადგან ამ ქვეყანაში თუკი რაიმე არის დასაცავი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და ამ პროცესში ზალიკო უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. წარმატებები ზალიკოს და მადლობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2017 წელს დატოვა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის მერობის კანდიდატი გახდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img