28.11.2021
- Advertisement -spot_img

ზაალ უდუმაშვილი „ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებაზე – „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე

ეს არის ბოლო გაფართხალება „ქართული ოცნების” – „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითიც “ქართული ოცნების” მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებულ მხარდამჭერთა შეკრებასთან დაკავშირებულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აქციაზე ხელისუფლება ხალხს დაშინებით მიიყვანს.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორ მიმდინარეობს ამ აქციისთვის მზადება. ყველა საჯარო უწყებას აქვს კონკრეტული დავალება მიცემული მუქარით, რომ თითოეული მათგანი დაკარგავს სამსახურს თუ არ გამოცხადდება და არ მოიყვანს კონკრეტული რაოდენობის ხალხს ამ აქციაზე. იხარჯება უამრავი ფული, რომ ეს ხალხი როგორმე თბილისში ჩამოიყვანონ და მხარდამჭერებს დაანახონ, რომ ვიღაც მათაც უჭერთ მხარს, მაგრამ ეს ყველაფერი არის წარსული, ასეთი აქციები გვინახავს. ეს არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება. „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img