19.03.2024
- Advertisement -spot_img

ზაზა გახელაძე – ჩემს მიწაზე დამიჭირეს და დამჭრეს, რა მაქვს მათთვის მადლობის სათქმელი?

“მე იმათ (რუსებს) მადლობა რაში გადავუხადო? დამიჭირეს და დამჭრეს ჩემს მიწაზე, იმ მიწაზე, რომელიც ჩემმა წინაპრებმა სიცოცხლის, სისხლისა და ოფლის ფასად დაიცვეს. მე რა მაქვს იმათთან მადლობის სათქმელი? არაფერი.” – ამის შესახებ ზაზა გახელაძემ რადიო თავისუფლებასთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტ გოგა აფციაურთან ისაუბრა.

ზაზა გახელაძემ რადიო თავისუფლებასთან მისი დაჭრისა და დაკავების დღეც გაიხსენა და ციხეში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. 

“ძალიან ძნელი იყო, რთული იყო რომ ენაც არ ვიცოდი, არც რუსული, არც ოსური, კომუნიკაცია გართულებული იყო. ამასთან, ვიყავი მძიმედ დაჭრილი, რთული იყო ფსიქოლოგიურადაც, ჩემი მხრიდან არანაირ საზღვრის გადალახვას და სროლას ადგილი არ ჰქონდა. 

ციხეში ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, ყველა მეხმარებოდა. ეთნიკური ნიშნით არავინ იყო ცუდად განწყობილი, იქ მნიშვნელობა არ აქვს ქართველი ხარ, ვინ ხარ… მთავარია, ადამიანი იყო” – ამბობს გახელაძე.

ზაზა გახელაძემ დაკავების დღეც გაიხსენა და დეტალურად ისაუბრა თუ რა მოხდა იმ დღეს რეალურად.

“შაბათი დღე იყო, ვიფიქრე რომ სოკოს საკრეფად წავსულიყავით. მეგობართან ერთად წავედი, ჩემი ძაღლი ავუშვი.

მერე დავშორდით მე და ჩემი მეგობარი, სხვადასხვა მხარეს წავედით. სოკოს კრეფის დროს დავინახე, რომ ავტომატებს მიმიზნებდნენ. არც გამაფრხილეს, პირდაპირ სროლა დამიწყეს. ვიფიქრე, რომ მაინც განწირული ვიყავი და მეგობარს გადვარჩენდი, იქნებ მან მაინც უშველოს თავს-მეთქი. ბოლოს დავიჭერი. ციხეში სულ ვიწექი და ვიჯექი. აქ ახლა რომ დავბრუნდი, ცოტა შესივდა.

ცხინვალის საავადმყოფოში 13 დღე გავატარე. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მალე მორჩენილიყო და კარგად წასულიყო მკურნალობის პროცესი…

სასამართლოზე მოიყვანეს ბიჭი, რომელმაც თქვა რომ ერთხელ გავისროლე… მანამდე საუბარი იყო ჩვენებებში 12-13 გასროლაზე, მაგრამ ეს ყველაფერი გადამალეს, მეგონა რომ 1 თვეში გამიშვებდნენ, მაგრამ შემდეგ პროკურორმა და მოსამართლემ მაინც იმდენი წელი მომცეს… 12 წელი… ძალიან ძნელი იყო.

ერთხელ რომ გაჟღერდა ინფორმაცია, ხურვალეთთან ვიღაც რუსები დაიჭირეს, მეგონა რომ მე წავიდოდი, მაგრამ ისინი გაათავისუფლეს და მე დავრჩი. მქონდა იმედი რომ გამცვლიდნენ, ორი რუსი იყო დაჭერილი აქ და მე ერთი ქართველი იქ… მეგონა ეს გაცვლა შედგებოდა. არ მესიამოვნა რომ ამ გაცვლის იმედი გამიცრუვდა. მერე იყო პატრიარქის წერილი… მეგონა და მჯეროდა რომ კარგად დასრულდებოდა. საბოლოოდ იმაზე სწრაფად გამოიღო შედეგი, ვიდრე ველოდი” – ამბობს გახელაძე. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img