28.03.2024
- Advertisement -spot_img

ზაზა გახელაძის მამა – თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს

დილას განცხადება გავაკეთე, რომ „როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმის“. ამ სიტყვებს ჩავიდებ გულში და თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს, – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ ჟურნალისტებს სოფელ ჭალაში განუცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებას დროს აძლევენ იმისთვის, რომ მისი შვილის გათავისუფლებისთვის იმოქმედოს.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალია”, ოპოზიციაა თუ ვინ არის. ვინც გვერდში დაგვიდგა, ყველას მადლობას ვუხდი. დღეს არის ლომისობა, ლომისის მადლს და ძალას ვფიცავ, სამთავისის ეკლესიის წინაშე ვფიცავ, მე თუ კიდევ მოვითმინო და ასე გავჩერდე. დილას განცხადება გავაკეთე, რომ „როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმის”. ამ სიტყვებს ჩავიდებ გულში და თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.

სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img