28.09.2021
- Advertisement -spot_img

ზაზა გახელაძის ცოლი – ზაზა რომ ყოფილიყო გავლენიანი კაცის შვილი, ხელისუფლება მალევე გამონახავდა გზას მის გასათავისუფლებლად

“23-ში ზაზას დაბადების დღეა და 23-დან ვაპირებთ აქციების გამართვას. ზაზას მამას დაგეგმილი აქვს, გზებს ეძებს, როგორ გადავიდეს (ცხინვალში). იმ გზას დავადგები, რა გზაც გაიარა ზაზამო. დაბადების დღეს ერთად გავატარებთ მე და ჩემი შვილიო, იქ შევხვდებითო. მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრისგან მივიღეთ მორიგი ტყუილი, ვეღარ დაგვისახელებნ დროს, რომ მოგვცენ იმედი, თუნდაც ფუჭი.” – ამბობს ირმა ბუთხუზი, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე.

როგორც ირმა ბუთხუზი ტელეკომპანია “ტვ პირველთან” აცხადებს, ზაზა გახელაძე, რომ გავლენიანი ოჯახის შვილი ყოფილიყო, ხელისუფლება მალევე გამონახავდა გზას მის გასათავისუფლებლად.

“ზაზა რომ ყოფილიყო ვიღაც გავლენიანი კაცის შვილი, ამას მალევე გააკეთებდნენ. მალევე გამონახავენ გზებს და არ მოუნდებოდათ 341-ე დღე, 344-ე დღე. ჩვენ დღეებს ვითვლით და ისინი წუთებს დაითვლიდნენ.” –  ამბობს ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.

ცნობისათვის, 2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.  ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img