23.11.2024

ზელენკსი – შინაარსიანი მოლაპარაკებები რუსეთის ერთადერთი შანსია – შეხვედრის, ლაპარაკის დროა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ შინაარსიანი მოლაპარაკებები რუსეთის ერთადერთი შანსია.

“შინაარსიანი მოლაპარაკებები მშვიდობასა და უკრაინის უსაფრთხოებაზე – ეს რუსეთის ერთადერთი შანსია, შეამსუბუქოს საკუთარი შეცდომებისგან გამოწვეული ზიანი.

შეხვედრის დროა. ლაპარაკის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ისეთ დანაკარგს მიიღებს, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი აღსადგენად.” – აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი “ჰუმანიტარული კატასტროფის” გამოწვევაში დაადანაშაულა, ვინაიდან თავდამსხმელებმა ჩაკეტეს მარიუპოლი, იქ მცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა საკვების მარაგებსა და წყალზე, ამასთან, მუდმივად იბომბება მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლები.

ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვმა თავის ჯარს უბრძანა, გააკეთოს ყველაფერი ჰუმანიტარული კატასტროფის გამოსაწვევად, რათა ეს უკრაინელების ოკუპანტებთან თანამშრომლობის მიზეზი გახდეს.

მისი შეფასებით, ასეთი საქციელი ომის დანაშაულებია

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img