16.10.2024
- Advertisement -spot_img

ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთს სხვისი მიწების მიტაცების სურვილი წაართვა არის – აუკრძალო მის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლა.

როგორც ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავის წილი პასუხისმგებლობა იქონიონ მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ვლადიმერ პუტინი მათი არჩეულია და ისინი რეჟიმს არ ებრძვიან.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაა საკმარისი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა – რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა იქნება, თუნდაც 1 წლით მაინც, “რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ”.

“ყველაზე მთავარი სანქციები – საზღვრების ჩაკეტვაა…დაე, იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, სანამ საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან”, – თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფრენები აეკრძალათ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ახლაც ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვიზების მოთხოვნას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img