08.12.2024

ზელენსკი – რაც უფრო ძლიერი იქნება წინააღმდეგობა, მით უფრო მალე დაბრუნდება ნორმალური ცხოვრება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის 63-ე დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქების მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.

ამასთან, ზელენსკიმ უკრაინის ყველა დამცველს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ისინი უკრაინის გამარჯვებას აახლოვებენ.

,,დღეს მინდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელების მიმართ, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, ხერსონში, რეგიონის ყველა თემში, ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ რაიონებში მადლობელი ვარ ყველას, ვინც არ ნებდება, ვინც აპროტესტებს, ვინც ოკუპანტებს უგულებელყოფს. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი წინააღმდეგობა, ოკუპანტები უფრო მეტ უარყოფას დაინახავენ და ჩვენს მიწაზე მით უფრო მალე, ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. მარიუპოლი, მარინკა, პოპასნა, სევეროდონეცკი, იზიუმი, რუბიჟნოე, დნიპრორუდნოე, მელიტოპოლი, ყველა სხვა ქალაქი და თემი, რომლებიც ახლა უკრაინისთვის ბრძოლის ეპიცენტრში არიან, სწორედ აქ მიმდინარეობს ჩვენი ხალხის მომავლისთვის ბრძოლა. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გამარჯვებას აახლოებს!” – განაცხადა ზელენსკიმ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img