გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ხანგრძლივი, საგნობრივი. ჩვენ ვიცით რას საუბრობდა ამ შეხვედრაზე ყველა ლიდერი, ვინ საუბრობდა კონკრეტულად, ვინ გვიჭერდა მხარს, ვინ დუმდა და ვინ ცდილობდა, რომ ფორმულირებები ყოფილიყო უკრაინისა და ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის არასაკმარისი. როგორ ვაფასებთ მიღებულ გადაწყვეტილებას? ძალიან მარტივად – საჭიროა უფრო ძლიერად. ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ველით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ პოლიტიკოსების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემთხვეოდეს მათი ხალხის განწყობებს.
„ჩვენ ხომ ვიცით ეს განწყობები და მათაც იციან ეს განწყობები. ყველა პოლიტიკოსმა კარგად იცის, სხვადასხვა ქვეყანაში რიცხვები თანაბარი არ არის, მაგრამ დიდი მხარდაჭერა არის – სულ მცირე 60% მხარს უჭერს. ეს უმრავლესობა მომხრეა, რომ უკრაინა ევროპის ნაწილი იყოს. ევროპელები ამის შესახებ მკაფიოდ აცხადებენ. ევროკავშირის ლიდერების გუშინდელი გადაწყვეტილება ახლა ევროკომისიის დონეზე გადის. ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ჩვენთვის, უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვის. ჩვენ ამას ველით,“- განაცხადა ზელენსკიმ.