08.12.2024

ზელენსკი – უკრაინა არაფერს თმობს, ყველა ტერიტორიაზე დავბრუნდებით

ოკუპანტებს შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიყენონ ათიათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ მონაკვეთზე. ეს არის რეალობა, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს და, რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის“ სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არაფერს თმობს და თანდათან წინ მიიწევს ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე.

„თუ ჩვენი არმიის სარდლობას გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს აქვს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა, კერძოდ ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მოწოდების გაზრდის წყალობით.

უკრაინა არაფერს თმობს. როდესაც ვინმე იქ, მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუგანსკის რეგიონის შესახებ – დაე, გაიხსენოს მათი დაპირებები 24 თებერვლამდე, ამ შემოჭრის პირველ დღეებში, გაზაფხულზე და ახლა. დაე, რეალურად შეაფასონ რა მიიღეს ამ დროის განმავლობაში და რამდენი გადაიხადეს ამისთვის. ჩვენ თანდათან წინ მივდივართ – ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე: „ზმეინი“ ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img