23.11.2024

ზელენსკი – უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და ევროპის ნაწილია – ივნისში კანდიდატის სტატუსს ველოდებით

უკრაინის პრეზიდენტis ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მოუთმენლად ელის ივნისში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

“ევროპაში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენი ახლო მეგობრების (პოლონელების) გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მართლაც, ღირებულებების შესახებ ხმამაღლა საუბრის გარეშე, ანალოგიურად ვფიქრობთ ჩვენც და გვჯერა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად, საჭიროა ბიუროკრატიული და ტექნიკური საკითხები და მათ დასაძლევად, უკრაინელებს ძლიერი ელჩები სჭირდებათ. ზელენსკი პოლონეთს ერთ-ერთ ასეთ ელჩს უწოდებს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება) აუცილებლად მოხდება. ჩვენ ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით”, – დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15 ან 20 წელი დასჭირდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img