ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინა დატოვა, უარყო და ვიდეომიმართვა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტმა უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას კიევში მდებარე პრეზიდენტის კაბინეტში ჩაწერილი ვიდეორგოლით უპასუხა.
„საღამო მშვიდობის, ბოლო 2 დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინა, კიევი და ჩემი ოფისი დავტოვე, მაგრამ აქ ვარ, ჩემ ადგილას ვიმყოფები. დიდება უკრაინას“, – ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა ზელენსკიმ.