09.10.2024
- Advertisement -spot_img

ზელენსკი – ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ინციდენტი, შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის და საქართველოსთვის

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი, შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე ,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა და გამოსავლად რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება დაასახელა.

“რუსეთი არ წყვეტს შანტაჟს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო. ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება. ქარხნის საფარქვეშ ოკუპანტები ბომბავენ ახლომდებარე ქალაქებისა და თემებს, რუსული ძალები საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ობიექტებში მალავენ. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებისა და 15 სხვა ქვეყნის – სულ 42 ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, რომლებმაც მოუწოდეს რუსეთს გაეყვანა თავისი ძალები ატომური ელექტროსადგურიდან.

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img