„გავიღვიძოთ! ავტეხოთ განგაში, დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!“ – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
გავიღვიძოთ! ავტეხოთ განგაში, დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!
შეგახსენებთ, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა და ნიკა მელია დააკავა. პარტიის ოფისში სამართალდამცველები გამთენიისას გამოჩნდნენ.
სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი საართული გაათავისუფლეს, იქ მყოფი ადამიანები გარეთ გაიყვანეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.