უკრაინის ქალაქ ჟიტომირში, 95-ე სადესანტო ბაზას ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. რაკეტამ გვერდზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა, სადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის სერგეი სუხომლინის ინფორმაციით, “ნაძირლები ბომბავენ საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოებს”.
მაშველები ადგილზე იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ.