28.09.2021
- Advertisement -spot_img

ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებას ოფიციალური განცხადებით ეხმიანება და საქართველოს წვლილს ხაზგასმით აღნიშნავს.

„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო და რომელმაც 15 დაკავებული სომეხის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია. ბაქოსა და ერევნის მხრიდან, ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ნდობის გამჩენი ჟესტები, რომლებიც, იმედია, მხარეებს გზას გაუხსნის შემდგომი თანამშრომლობისკენ, ასევე, ყველა დაკავებული სომეხის საბოლოოდ გათავისუფლებისკენ და დანაღმული ტერიტორიების ყველა არსებული რუკის გადაცემისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ამ მიმართულებით, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა აქტიურად წაახალისეს ნაბიჯები და ჩვენ გსურს პროცესში მონაწილე მხარეების შემდგომი თანამშრომლობა. ჩვენ გავაგრძელებთ კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია – სტაბილიზაციის, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერით. გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დასთანხმდნენ არსებით მოლაპარაკებებს – ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით“, – აღნიშნულია განცხადება

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img