29.03.2024
- Advertisement -spot_img

ჟურნალისტების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში

მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი უნდა გამართულიყო, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა 5 ივლისს დაფიქსირებული ძალადობის გასაპროტესტებლად პერფორმანსი მოაწყვეს. ჟურნალისტები ტრიბუნის წინ ავიდნენ და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოებით ხელში დადგნენ.

ჟურნალისტების ერთწუთიანი გამოსვლის შემდეგ შეძლო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფიგის დაწყება. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა, მაშინ, როდესაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ, არავის აქვს მორალური უფლება ტრიბუნასთან იდგეს.

“თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში. ის არის მოძალადე პრემიერ-მინისტრი და დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ,“- განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img