28.03.2024
- Advertisement -spot_img

ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები” პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე კვლავ გადმოფინეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი ისევ გადმოფინეს, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები”.

ჟურნალისტების ქმედებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება. კუჭავას თქმით, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

ამ წუთებში სხდომა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, პარალელურად დარბაზის აივანზე, საიდანაც ჟურნალისტები სხდომას აშუქებენ, მოძალადეების დასჯის მოთხოვნით ბანერი კვლავ გადმოფენილია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირასაც, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოჰფინეს, რაც საბოლოოდ, სხდომის დახურვის და ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის მიზეზი გახდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img