18.01.2025

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სულ 13 ადამიანია დაკავებული, მათგან 8-ს პატიმრობა უკვე შეეფარდა.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 16 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img