24.04.2024
- Advertisement -spot_img

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია დასრულდა

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მხარდამჭერების აქცია დასრულდა.

როგორც ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, არჩევნების გაყალბება დღესაც გრძელდება და მან საზოგადოებას ხმების დაცვისკენ მოუწოდა.

მან ყურადღება გაამახვილა ორი დღის წინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლაზე, რის შედეგადაც შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა.

მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ ჩართულია „მძიმე გაყალბების პროცესში“, რადგან “ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს.

ამასთან, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. მან საზოგადოებას 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img