ძალადობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ალტ-ინფოს დამფუძნებელი ზურა მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანეს. მანამდე მის სახლში კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ჰომოფობიური და ძალადობერივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.
შსს-ში აცხადებენ, რომ ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია ალტ-ინფოს დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მივიდა.