16.04.2024
- Advertisement -spot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა

ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე „რუსული ტიპის ავტოკრატიას“ ემსგავსება.

„ჩვენ გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და წაგვართვეს არჩევანის უფლება. ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი რეალობისადმი ძალიან მარტივია – ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა. პარალელურ, კოალიციურ რეჟიმში დემონსტრაციების გამართვა მგონია, რომ ეს არის გზა ერთი მხრივ, მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება სისტემასთან, რაშიც ცხოვრებას გვაიძულებენ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში ვაჩვენოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს, არაფერი ხდება და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები რომლებიც ამ რეალობას არ შეეგუებიან. ამიტომ, პარასკევს დაგეგმილი სამივე მსვლელობა მნიშვნელოვანია და სიხარულით ვუერთდებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img