12.06.2021
- Advertisement -

ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას – რას ელოდებით? ღლით? დროზე ჩაიყვანეთ დმანისში პოლიცია

გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან გამოეხმაურა და ხელისუფლებას ადგილზე პოლიციის ჩაყვანისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს მთავრობა, რას ელოდებით? ღლით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია. მკაცრად დასაჯეთ ყველა, ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა. პ.ს. “ეგრე უნდათ მაგ თათრებს” ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე. – აცხადებს ჯაფარიძე.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -